კომაროვის სკოლაში მოსწავლეების ინიციატივით სპორტული „რა? სად? როდის?“ ტარდება

22 თებერვალს კომაროვის სკოლაში მოსწავლეების ინიციატივით ჩატარდა სპორტული „რა? სად? როდის?“-ის  პირველი ტური. პროექტში მონაწილეობა მიიღო 22 გუნდის 120-ზე მეტმა მოსწავლემ.


ღონისძიების მიზანია მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად ინფორმატიული და გასართობი ღონისძიების შეთავაზება და მათი სპორტით დაინტერესება.


პროექტი ჩატარდება სამ ტურად. პირველი ორი ტურის ქულების დაჯამების შედეგად შეირჩევა ათი საუკეთესო გუნდი, რომელიც გადავა მესამე ტურში, სადაც ყველაფერი დაიწყება ნულიდან. მესამე ტურში აღებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.


მეორე ტური ჩატარდება მარტის არდადეგების შემდეგ, ცენტრალიზებულ წერებამდე.

იხილეთ ფოტოები პირველი ტურიდან


ზემოთ